LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა: ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

79
ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წარმომადგენლისა და ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას ეხება.

როგორც ელენე ხოშტარია საკუთარ “ფეისბუქზე” წერს, სალომე სამადაშვილის პოზიცია პირველი დღიდან ბოლო დღემდე თანმიმდევრული იყო.

“სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ,” – წერს ელენე ხოშტარია.

 

 

შეგახსენებთ, გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.

დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ: სალომე სამადაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები