LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასდროს შემოუთავაზებიათ ფსიქოპატი მკვლელის როლი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალედ ვითამაშებდი… რეალურ ცხოვრებაში – ფრენსის მაკდორმანდის გამონათქვამები

5008
FORTUNA. GE

თითქმის ორი კვირის წინ დრამაში „მომთაბარეთა მიწა“ შესრულებული როლით ფრენსის მაკდორმანდმა მესამე „ოსკარი“ დაიმსახურა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მერილ სტრიპის მსგავსად მაკდორმანდიც ჰოლივუდის ღირსებად და სიამაყედ ითვლება.

fortuna.ge გთავაზობთ ფრენსის მაკდორმანდის ცნობილ გამონათქვამებს:

არ ღირს კარიერაზე ნერვიულობა, უმჯობესია ინერვიულო პირად ცხოვრებაზე.

ჩემი სახე რეზინივით პლასტიკურია. ყოველთვის ერთგულად მემსახურებოდა და ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად ვაფასებ მის ერთგულებას. ნაოჭები – საგზაო რუკას დაემსგავსა ცხოვრების მანძილზე გავლილი ყველა მარშრუტით, რომლითაც ნებისმიერ მომენტში შემიძლია ვისარგებლო.

არასდროს ენდო სიმპათიურ მამაკაცს, შეუხედავი უფრო სანდოა.

არავის აღარ უნდა გაზრდა. ადამიანები ვეღარ პოულობენ ღირსეულ მიზანს, რათა გაიზარდონ, იყვნენ დიდები. აღარ ვაფასებთ გამოცდილებას, რომელიც ასაკთან ერთად ცხოვრებისგან საჩუქრად ვიღებთ.

ყველაზე დიდი ნიჭი – საჭირო დროს უარის თქმაა.

ნებისმიერი ჭაღარა თმა უდიდეს განძს ფარავს, სადაც უამრავი ბარათია თავმოყრილი უძვირფასესი ინფორმაციით.

არასდროს შემოუთავაზებიათ ფსიქოპატი მკვლელის როლი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალედ ვითამაშებდი… რეალურ ცხოვრებაში.

წარმატება – დიდი ხნის ნანატრ დაბადების დღეს ჰგავს, როცა ხვდები, რომ ასაკი მოგემატა, მაგრამ არაფერი შეიცვალა.

ქალი ლამაზიც შეიძლება იყოს და ჭკვიანიც, მაგრამ ორივე ერთად შეუძლებელია.

კარგია, როცა ორი ხელი გაქვს. ერთით საკუთარ თავს ეხმარები, მეორე კი, სხვების დასახმარებლად გჭირდება.