LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

88
2627dakaveba-brali

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით,  სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი,  რომ 2019 წლის 17 დეკემბერს,   დ.თ.-მ  განახორციელა არასრულწლოვანის  გაუპატიურება.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანის გაუპატოურობისთვის წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დამნაშავეს  11 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები