LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანს მეტროსადგურ გოცირიძესთან მატარებელი დაეჯახა

302
მეტრო

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანს, რომელიც მეტროსადგურ გიცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რკინიგზის მატარებელი დაეჯახა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ამ საკთხზე უკვე დაწყებულია. 

თბილისში ახალგაზრდა ქალი მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა

მატარებელი 26 წლის ქალს დაეჯახა გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის მიახლოება ვერ იგრძნო.

უწყებაში დაგვიზუსტეს, რომ ბიჭს არა მეტროს შემადგენლობა, არამედ რკინიგზის მატარებელი დაეჯახა.

მათივე ცნობით, გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფრომაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პოპულალურები