LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანთა დანაშაულები – პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარედგინება

68
arasrulwlovantanadanashauli

პარლამენტს მალე წარედგინება კანონპროექტი, რომელიც 14 წლამდე ასაკის მოზარდების მიერ დანაშაულის ჩადენას შეეხება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატებს იუსტიციის სამინისტროს მუშაობის შედეგებს აცნობს.

თეა წულუკიანის თქმით, ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ასაკის დაწევის წინააღმდეგია. ხოლო იმისათვის, რომ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული უპასუხოდ არ დარჩეს, სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა.

“ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა, ბავშვთა უფლებებისა და გაეროს ბავშვთა უფლებების კოდექსის სტანდარტების დამკვიდრების მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს ჩადიან, ეს დაუსჯელი ან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

ამიტომაც ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმების შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას, მათ შორის მედიაციის პროგრამებს, განათლების სისტემას, ახალგაზრდული და ჯანდაცვის პროგრამებს ექნება საკადრისი, ადეკვატური და ბავშვის ინტერესზე მორგებული პასუხი,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები