LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნები ღამის კლუბებში 18:00 საათის შემდეგ ვეღარ შევლენ

569
9o8oh3znrr2pnny

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში, ბავშვთა კოდექსის განხილვაზე განაცხადა, რომ ბავშვები 18 საათის შემდეგ, ღამის კლუბებში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე არ დაიშვებიან.

სოფო კილაძის თქმით, კანონპროექტში არ იყო დაზუსტებული, რომელი საათიდან არ შეეძლებოდათ ბავშვებს ღამის კლუბში შესვლა. დოკუმენტში მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ ბავშვები კლუბში მშობლის თანხლების გარეშე ღამის 12 საათამდე არ დაიშვებიან.

“64-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენ გვქონდა, რომ 24:00 საათამდე ბავშვები არ დაიშვებიან ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო სწორი შენიშვნა იყო და ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18:00 საათიდან”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვი არის 18 წლამდე ადამიანი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში „ბავშვთა კოდექსს“ განიხილავენ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები