LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავინ არავის დაჰპირებია ფასის დაფიქსირებას – გახარია 9 პროდუქტზე

139
100570199-1694261300711767-5091027205002100736-o

არავინ არავის დაპირებია ფასის დაფიქსირებას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა და განმარტა, რომ 9 სასურსათო პროდუქტზე მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა არა ძველი ფასების შენარჩუნებას, არამედ კურსთაშორისი სხვაობის და რისკების დაზღვევას.

„ჩვენი დაპირება იყო, ფასების სპეკულაციური მერყეობა და რა თქმა უნდა, კურსთა შორის სხვაობის დაფიქსირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. საერთაშორისო ბაზრებზე, მაგალითად, შაქარზე და ფქვილზე საქართველოს ფასების დაზღვევა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო, ჩვენი შიდა რისკების დაზღვევა. ეს იყო სპეკულაცია და ეს იყო კურსთა შორის სხვაობა, რაც ქმედითად იქნა გაკეთებული. გარდა ამისა, ბატონი ლევანის და საერთოდ ამ ჯგუფის, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროც მუშაობდა, დამსახურებაა, რომ ქვეყანაში უდიდესი დეფიციტის მიუხედავად, როგორც პირადი დაცვის საგნებზე, მათ შეძლეს, რომ ძირითადად, გარკვეული პატარა პრობლემების გარდა, ქართველ ექიმებს პირადი დაცვის აღჭურვილობის დიდი პრობლემა არ შექმნიათ და მინდა, მადლობა გადავუხადო. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში საკმაოზე მეტი რაოდენობით პირბადეები იწარმოება, რაშიც ეკონომიკის სამინისტრო იყო ჩართული და დღეს ფაქტობრივად ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში რიგებია უბრალოდ ამ მსხვილი შესყიდვების გამო“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები