LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არავინ მირეკავს, გაჩუმდით! – ნიკა მელიამ მოსამართლე მდგომარეობიდან გამოიყვანა და ის დარბაზიდან გააგდეს

227
nika-melia-news2132

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე წუთის წინ სასამართლო დარბაზიდან გამოაძევეს.

ნიკა მელიას რეპლიკებისგან თავის შეკავება მოსამართლემ რამდენჯერმე ურჩია, ბოლოს კი ის სხდომათა დარბაზიდან საერთოდ გააგდო. 

ნიკა მელია სასამართლოში შმაქსით მივიდა

"ეს იდეა არის უბრალოდ შესაძლებლობა, რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს".

მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს და მას კონკრეტული ადამიანები ურეკავენ.

თუ ასე არ არის, მაშინ დაიფიცოს”, – განაცხადა პროცესზე მელიამ.

სწორედ ამის შემდეგ, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ის დარბაზიდან გააძევა.

ეს არ არის სხდომის დარბაზი, სადაც ფიცს დებს მოსამართლე.

მე არავინ მირეკავს, გაჩუმდით, – განაცხადა კერატიშვილმა.

დარბაზის დატოვებამდე მელიამ კიდევ ერთი რეპლიკით მიმართა მოსამართლეს: “ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს”. 

შეგახსენებთ, დაცვის მხარემ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა.

ადვოკატის თქმით, საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი მიმდინარეობს , ნიკა მელიას თავდებში მყოფი დეპუტატები კანდიდატების გასაუბრების პროცესს უნდა დაესწრონ, ამიტომ სასამართლო სხდომაზე სრულად დასწრებას ვერ ახერხებენ.

მოსამართლემ კი განაცხადა, რომ  ის პროცედურულ წესებს ვერ გადაუხვევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები