LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავინ უნდა ახსენოს მაკასთან სიტყვა „ბებია“. ყველას ეუბნება, ძალიან ახალგაზრდა ვარ და ბებიას ნუ მეძახითო…“

1366
salomechitadze

მაკა ზამბახიძე მალე ბებია გახდება. მისი ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე გათხოვდა და ფეხმძიმედაა. მისი რჩეული ირაკლი ცაბაძეა. როგორც სალომე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, დედამისთან სიტყვა „ბებია“ არ უნდა ახსენოთ.

სალომე ჩიტაძე:

„არავინ უნდა ახსენოს მაკასთან სიტყვა „ბებია“. ყველას ეუბნება, ძალიან ახალგაზრდა ვარ და ბებიას ნუ მეძახითო. დარწმუნებული ვარ, აზრი შეეცვლება, როგორც კი ბავშვი დაიბადება. სულ მეუბნება, რომ მშობიარობის შემდეგ მალე უნდა ჩავდგე ფორმაში და მალე დავუბრუნდე კარიერას – ეს შენთვისაც კარგი იქნება და შენი შვილისთვისაცო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები