LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არავის ეხალისება ქუჩაში დგომა, ჩვენც გვყავს შვილები და ამიტომ რას გვირჩევთ? რა დავთმოთ, ქვეყანა?” – ნანუკა ჟორჟოლიანი

151
BeFunky-collage (6)

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ნა­ნუ­კა ჟორჟ­ლი­ა­ნი ხვალ დაგეგმილ აქციასა და მთავრობის მიერ ორშაბათიდან დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აფიქსირებს და წერს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევში შეკ­რე­ბე­ბი აღარ იქ­ნე­ბა.

“მეგობრებო, მესმის თქვენი, ადამიანების რომლებსაც გეშინიათ კოვიდ სტატისტიკის მატების.

მაგრამ.. ოპოზიციას კი არ უნდა მოვთხოვოთ აქციები გადადოს, ან, რას ნიშნავს გადადება, ასე დგას საკითხი? ხელისუფლება უნდა აიძულოთ დააბრუნოს წართმეული არჩევნები.

არავის ეხალისება ქუჩაში დგომა, ჩვენც გვყავს შვილები, რისკი ინფიცირების ჩვენი საფრთხეც არის და ამიტომ რას გვირჩევთ? დავთმოთ? რა დავთმოთ, ქვეყანა ?  გავჩუმდეთ? ხომ არ ფიქრობთ რომ თქვენი შიშებით ახლა ხელისუფლება სარგებლობს და საზოგადოების მეორე ნაწილს გაპირისპირებთ.

საფრთხეა ხალხმრავლობა? ჰოდა დანიშნონ ხელახალი არჩევნები და არანაირი შეკრებები აღარ იქნება.  მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია პროცესების შეცვლა და მოუწოდეთ მათ, რომ ქუჩიდან პროცესები ისევ არჩევნებზე გადაიტანონ.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

“აქ აღარ არის მოღალატეების ადგილი… ვხვდებით რუსთაველზე” – ნინო ქათამაძე მოქალაქეებს ოპოზიციის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები