LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავითარი ნიშანი, ერთი ხინჯიც არ არსებობს იმისა, რომ ვიღაცა რაღაცას ქვეყნის საწინააღმდეგოდ აკეთებდა: გელა დუმბაძე “კარტოგრაფების” საქმეზე დაკითხეს

70
გელა დუმბაძე

ე.წ კარტოგრაფების საქმეზე, მორიგი სასამართლო პროცესი გრძელდება. საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის პირველი მოწმის გამოკითხვა უკვე დასრულდა. მოწმის სახით, დღეს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო ყოფილი მინისტრი და საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო ელჩი, გელა დუმბაძე გამოკითხეს.

დუმბაძის თქმით, ის 2002 და 2005 წლების პროცესებში ტექნიკურ ნაწილში იყო ჩართული, როდესაც ის ელჩის მრჩეველი იყო. დუმბაძე ამ პერიოდში ქართველი ექსპერტებისა და კომისიის მუშაობის გადაცდომას გამორიცხავს.

“დაკითხვა იმ კონტექსტში მოხდა, რომ 2002-2005 წლებში აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ვიყავი და ორ-სამ საზღვრის დელიმიტაციის სხდომას ვესწრებოდი. მივეცი ჩვენება, როგორც მრჩეველმა, რომელიც რამდენიმე სხდომას ესწრებოდა.

შემფასებელი ვერ ვიქნები, რადგან ჩემი გამოკითხვა კონკრეტულ მონაკვეთზე, 2002-2005 წლებზე მოხდა, საინფორმაციო საშუალებების მხრიდან, ამ პერიოდზე შეკითხვები არ ყოფილა. იმ პერიოდში, როდესაც მე სხდომებს ვესწრებოდი, პროცესი დინამიურად მიმდინარეობდა, ივერი მელაშვილი იყო ექსპერტი. არავითარი ნიშანი, ერთი ხინჯიც არ არსებობს იმისა, რომ ვიღაცა, რაღაცას ქვეყნის საწინააღმდეგოდ აკეთებდა”. – განაცხადა გელა დუმბაძემ.

ცნობისთვის, გელა დუმბაძე ერთ-ერთია მათგან, რომლის ხელმოწერაც ე.წ სადავო ოქმზეა. საქმე ეხება 2005 წლის ოქმს, რომელიც ბაქოში გამართულ კომისიის შეხვედრას ასახავს და რომელსაც დიპლომატი, გელა დუმბაძე ესწრებოდა.

პოპულალურები