LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს ჩვეულებრივი “დელტა პლუსია” – გამყრელიძე

85
ამირან-გამყრელიძე

“ლაბორატორიულად ჩვენ გვაქვს დადასტურებული “დელტა პლუსის” 2 შემთხვევა. “დელტა პლუსი” გაცილებით მეტი იქნება”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი და განმარტავს, რომ არავითარი ქართული შტამი არ არის და ეს აქამდე ცნობილი, ჩვეულებრივი “დელტა”, ანუ ინდური შტამის “ ერთ-ერთი ქვეშტამია.

გამყრელიძე ამ განცხადებით იმ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ისრაელში კორონავირუსის ქართული შტამი დაფიქსირდა:

“არავითარი ქართული შტამი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი “დელტა”, ანუ ინდური შტამი, “დელტა პლუსი” ჰქვია.

მოგეხსენებათ, ეს ვირუსები ხშირ მუტაციას განიცდიან. ეს არის “დელტა პლუსი”. ლაბორატორიულად ჩვენ გვაქვს დადასტურებული “დელტა პლუსის” 2 შემთხვევა. “დელტა პლუსი“ გაცილებით მეტი იქნება. რასაც ჩვენ ლუგარში ვუყურებთ, ჩვენთან უკვე ცირკულაციაშია. მის ექსტრაპოლაციას ვაკეთებთ. “ალფა” ანუ ბრიტანული შტამი უკვე ჩაანაცვლა “დელტამ” (დაახლოებით 40-50%) – თქვა გამყრელიძემ.

პოპულალურები