LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთი არ მანდე და არ დამიტოვე გასაზრდელად, რატომ…“ – ნატო ფხაკაძის ტყუპ ქალ-ვაჟს მისი ახლობლები გლოვობენ

5111
natafxakadze

ახლახან ცნობილი გახდა, რომ დიდ ტრაგედიას, რომელიც 47 წლის ნატო ფხაკაძის ოჯახში დატრიალდა, ასევე ტრაგიკული გაგრძელება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ქალი დიდი ხნის განმავლობაში, კერძოდ ათი წელი ელოდა დაორსულებას. ის დაფეხმძიმდა, თუმცა ფეხმძმობისას კორონავირუსი შეხვდა, მან ბავშვები საკეისრო კვეთით გააჩინა, შემდეგ კი დამძიმდა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

კლინიკა “ბომონდში” კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ

კლინიკა „ბომონდში“ მძიმე მდგომარეობით (კოვიდისგან გამოწვეული პნევმონია) რეანიმაციაში იწვა მისი ტყუპი ქალ-ვაჟი, თუმცა ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერც მათი გადარჩენა მოხერხდა, გუშინ გოგონა, მარიამი და დაიღუპა, დღეს კი ვაჟი, გიორგი…

კორონავირუსით გარდაიცვალა ასევე ნატო ფხაკაძის მამაც, ხოლო მისი მეუღლე კოვიდინფიცირებულია და ვირუსს ახლაც ებრძვის.

„არც ერთი არ მანდე და არ დამიტოვე გასაზრდელად, რატომ, რატომ, რატოოოომ…“, წერს ნატო ფხაკაძის ბიძაშვილი, თეო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში და სამძიმარს იღებს…

რადიო „ფორტუნა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ნატო ფხაკაძის ოჯახსა და ახლობლებს.

„ამ ბრძოლაში მან გაიმარჯვა და ნანატრი ტყუპები გააჩინა, როგორ ნატრობდა, მაგრამ ვერაგმა Covid19-მა არ დააცალა მათი მოფერება“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები