LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია – პრემიერი

38
imedinews-578563496

პრაქტიკულად 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს პირველ ექვს თვეში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. მეტიც, მოგვეცა საშუალება და ჩვენ მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება და მთელს მსოფლიოში უპრეცედენტო ზრდა გვაქვს.

„ჩვენ ყველაფერი გავხსენით და რამდენიმე თვეა ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში: 45%-იანი ზრდა აპრილის თვეში, 30%-იანი ზრდა მაისში, 18%-იან ზრდას ველოდებით ივნისში. პრაქტიკულად 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს პირველ ექვს თვეში. რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები