LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც საჩხერე, არც სინგაპური – როგორი საქართველო გვინდა?

1387
singapurisaCxere

საჩხერე არის მოდელი, როგორიც მთელი საქართველო უნდა იყოს. პრემიერის ამ განცხადებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ამბობენ, რომ სააკაშვილს სინგაპურიზაციისკენ მივყავდით, ივანიშვილმა კი გეზი მისი მშობლიური მხარისკენ აგვაღებინა.

როგორი უნდა გახდეს საქართველო? როგორც საჩხერეა: სავარაუდოდ თბილისის მოდელი არის ჭორვილა

მომხრეები და მოწინააღმდეგეები ორივეს ჰყავს.

სინგაპურიზაციის მომხრეებს არ მოსწონთ ხარისხი, როგორც  ეს ქალაქი ააშენეს. საჩხერიზაციის მომხრეებს კი არ უნდათ, რომ მთელი ქვეყანა ჭორვილად იქცეს.

ამ თემის განხილვისას კარგად უნდა გავიხსენოთ საჩხერის უახლესი ისტორია. რამდენიმე ათეული წლის წინ ის ერთი უბრალო, საბჭოთა რაიონი იყო. მოსახლეობის უმეტესობა ჭიათურისა და ტყიბულის მაღაროებში იყო დასაქმებული. მშრომელი ხალხი მოკრძალებულად ცხოვრობდა და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ელოდათ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მათ გვერდით მცხოვრები ერთი მორიდებული ბიჭი წარმატებას მიაღწევდა და მსოფლიოში ერთ-ერთ მდიდარი ადამიანი გახდებოდა.

ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში მარცხნიდან მეოთხე

 

რა თქმა უნდა, საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც ბევრი ფულის შოვნის მერე არავინ დავიწყებია, ვინც ბავშვობაში ოდესმე დახმარებია.

ჭორვილა, სადაც ბიზნესმენი დაიბადა, მან ევროპულ სოფლად აქცია. სახლები და ქუჩები ისეა მოწყობილი, ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა იქ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას.

თუმცა, ლამაზი ზღაპარი აქ ვერანაირად ვერ დამთავრდება.

საჩხერის მოდელს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. და არა ერთი.

მოდი, გავიხსენოთ ისტორია. როგორც ცნობილია, ბიზნესმენმა ახლობლებისთვის ფული არ დაიშურა და მათაც ფეშენებელური სახლები ააშენეს. მოგვიანებით ბევრი მათგანი ერთმანეთს დაუპირისპირდა, რადგან გაარკვიეს, რომ ივანიშვილმა მათ სხვადასხვა ოდენობის თანხა მისცა.

საჩხერეში გაზი ივანიშვილის წყალობით უფასო იყო, მაგრამ ეს კომფორტი მათთვის მას შემდეგ დამთავრდა, რაც გაირკვა, რომ ბევრმა მათგანმა ბოსლებშიც გაზი შეიყვანა და საჩხერელი ძროხები უჩვეულო კომფორტში (ალბათ გაოცებულები) აღმოჩნდნენ.

ამ ყველაფრიდან შეიძლება სწორი დასკვნა გავაკეთოთ მოკვდავებმა.

  1. სიკეთის კეთებას ბევრი ფიქრი სჭირდება (ზოგჯერ თავის შეკავება არ გვაწყენდა);
  2. უშრომელი ფული აზარმაცებს ადამიანს და მოთხოვნებს უმძაფრებს.

რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზია ევროპული ტიპის საჩხერე, მაგრამ ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო ბევრს არ მოსწონს ეს მოდელი.

ამაში გასაკვირიც არაფერია, ზარმაცი ადამიანი ქვეყანას ვეღარ აშენებს და თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, გენიალურ „ცისფერ მთებში“ ერთხელ უკვე ვნახეთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები