“ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას!” – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი  დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესა და ხულოსთან დაკავშირებით მის მიერ გახმიანებული განცხადებების კრიტიკას.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი იმ პროექტებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, ხულოში იყო დაგეგმილი და “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააჩერა.

„ბოდიში აქვთ მოსახდელი,მათ შორის,იმისთვის,რომ ჩემს მიერ აღდგენილი და გარემონტებულ სამხატვრო გალერეაში და სხვა სახელმწიფო სიპებში უამრავ ფულს ახარჯავენ ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებს, მაშინ,როდესაც ხალხი გაამათხოვრეს და დაამშიეს

ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ ეზიზღება აჭარა და აჭარლები და მათ თავზე დაასვა სრული არარაობები… მაგრამ,ვინაიდან ის ბოდიშს არ მოიხდის და უტიფრად აქეთ გვედავება, აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას, მათ შორის, უახლოეს დღეებში, ხულოში

მგონი, აჭარლებს და მათ შორის, ხულოელებს, ჩემს საყვარლებს, არ სჭირდებათ ახსნა, თუ როგორ მიყვარს მე ისინი. არცერთ მმართველს საქართველოს ისტორიაში არ გაუკეთებიათ იმდენი აჭარისთვის, რამდენიც გავაკეთე მე, ლევან ვარშალომიძემ და ჩემმა გუნდმა, თქვენ ისიც კარგად იცით, რომ ივანიშვილს ეზიზღებით დასანახად”, – აცხადებს სააკშვილი

სააკაშვილი უშუალოდ ეხება ხულოს სამხატვრო გალერეასაც, რომელიც მან თავის წინა განცხადებაში ახსენა და აცხადებს, რომ არ შეიძლება, “ქართული ოცნების” წევრებისა და მათი ოჯახების “შენახვაზე” ათასობით ლარი იხარჯებოდეს.

“თვითონ ხულოს სამხატვრო გალერეა ჩემ მიერ არის აღდგენილი და გარემონტებული, მაგრამ არ შეიძლება, ამაში და სახელმწიფო სიპ-ებში მრავალ ათას ლარს ხარჯავდნენ დეპუტატების, “ოცნების” წევრების ოცნების წევრების შენახვასა და ე.წ. ხელფასებზე უსაქმურობისთვის, მაშინ როცა ხალხი კვდება შიმშილით”, – თქვა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ,შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში, ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხულოში სამხატვრო გალერეა ხულოს ყოფილი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის მეუღლის დასაქმების მიზნით გახსნეს.

„ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“

სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.

“ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა” – აღნიშნა სააკაშვილმა

სააკაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ფარჩაკი და შარლატანების ბელადი უწოდა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები