LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთი პაციენტი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს: პრემიერი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

171
120528476-208686440686258-8017827255248081796-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.

მაშინ, როცა მსოფლიოს კორონავირუსის წამალი ჯერ არ აქვს და არც ვაქცინა არსებობს, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს, ერთადერთი გამოსავალი რჩება – დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.

საქართველოში კი კლინიკებში თავისუფალი ადგილები არაა და პაციენტების მონიტორინგი სწორად ვერ ხორციელდება.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კლინიკა „მედ-ალფას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამბროლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ როგორ უნდა მოხდეს ყველა პაციენტის მონიტორინგი, მათ შორის მათი, ვინც კოვიდსასტუმროში ან შინ მკურნალობს.

მისივე თქმით, განიხილეს საწოლფონდის გაზრდის საკითხიც.

როგორც ამბროლიანმა განაცხადა, ქვეყანაში მარტივი მდგომარეობა არ არის, თუმცა ვითარება მართვადი და კონტროლირებადია.

„საუბარი იყო იმ საკითხებზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს და რა საკითხებიც არის პრობლემური, ინფიცირების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოხდეს ყველა პაციენტთან შემხებლობა, ყველა პაციენტის კონტროლი და მონიტორინგი. ძირითადად ამაზე იყო საუბარი. პაციენტებში იგულისხმებიან ისინიც, ვინც არიან კლინიკებში და ისინიც, ვინც კლინიკაში მოთავსებას საჭიროებენ ან კონტროლს თვითიზოლაციასა და კარანტინში. როგორ მოხდეს ამ პროცესების დალაგება, რომ ყველას ჰქონდეს ყურადღება, რომ პაციენტის დამძიმება არ მოხდეს. ვისაუბრეთ საწოლფონდის გაზრდაზე და ა.შ.” – განაცხადა ამბროლიანმა.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად მთავრობაში აცხადებენ, რომ „ლოკდაუნი“ გამოსავალი ვერ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები