LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ გავაკეთე – პრემიერმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

baxtaze

საქართველოს პრემიერმინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მამუკა ბახტაძე 44-ე საარჩევნო უბანზე დილის 8 საათზე მივიდა. პრემიერმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის.

“დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების, ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივამართო, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, მივიდეთ უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომელიც ინტერესებშია საქართველოს განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. დღეს მოსახლეობა არსებული კონსტიტუციით ბოლოჯერ ირჩევს პრეზიდენტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები