LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების ხელმეორედ ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი ლოგიკა და საფუძველი ოპოზიციას არ გააჩნია – დავით მათიკაშვილი

86
BeFunky-collage

ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ყველა ნაბიჯი შესაბამისი გზით არის გადადგმული „ქართული ოცნების” მხრიდან და ჩვენ ველოდებით ოპოზიციის კონსტრუქციულ, გააზრებულ და ჩამოყალიბებულ პოზიციას საკითხთან დაკავშირებით, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი კრისტიან დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტს და აცხადებს, რომ მმართველი პარტია პოზიტიურად უყურებს მოვლენათა განვითარებას.

თუმცა, მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ  ოპოზიციას არჩევნების ხელმეორედ ჩატარების მოთხოვნის არანაირი ლოგიკა და საფუძველი არ გააჩნია.

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ყველა წყაროდან მათ შორის ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან ერთმნიშვნელოვნად ჟღერდება გზავნილი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ამიტომ არჩევნებთან, მის ხელმეორედ ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი ლოგიკა და საფუძველი ოპოზიციას არ გააჩნია. რაც შეეხება სხვა დანარჩენ მიმართულებას – ე.წ პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, ზოგადად ნებისმიერ საკითხებთან მიმართებაში და რაღაც დისკუსიის დეტალებთან მიმართებაში იცით თქვენ, რომ არ საჯაროვდება ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები