LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სია 9 000-ით არის გაზრდილი – ცესკო

1540750533-1540731933-ანა-მიქელაძე-3

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სია ცხრა ათასით არის გაზრდილი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ სიაში ის ამომრჩევლები შედიან, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ 18 წლის გახდნენ, ან ხვალ გახდებიან.

„ამომრჩეველთა სია დაახლოებით ცხრა ათასი ამომრჩევლით არის გაზრდილი, აქ საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის პირველად გაიარეს, გაიაქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ცესკომ 33 ათასზე მეტი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, კანონიდან გამომდინარე, სხვადასხვა უწყებებისგან მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ ამოიღო. ამიტომ, მონაცემები იმ ციფრებთან შედარებით, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს, განსხვავებულია,” – განაცხადა მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები