ექიმი რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია კორონავირუსის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი და მისი შედეგები საკმაოდ მძიმეა, ასე რომ ყველას ურჩევს, ვინც გარეთ გამოვა, თავი მაქსიმალურად დაიცვას.

“კორონავირუსის ინფექცია ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი და ამოუცნობია, გართულებების შემთხვევაში, ასაკის მიუხედავად, ინფექციის მიმდინარეობა და შედეგები ძალიან მძიმე ან/და პერმანენტულიც კი შეიძლება იყოს.

ამაზე მეტყველებს ის, რომ ავიამზიდებიც კი გამოიყვანა ეპიდემიამ წყობიდან, სადაც არათუ მოხუცები, ისეთი სამხედროები მსახურობენ, ლამის რკინას რომ ღეჭავენ.

ამაზევე მეტყველებს ეს გადაწყვეტილება რომელიც გვეუბნება რომ აშშ-ი კოვიდ19 ინფექციის გამო ვისაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია, გამოჯანმრთელების შემდეგაც კი აღარ მიიღებენ სამხედრო სამსახურში.

არ არის ეს გრიპი, არც მოხუცების დაავადება, იყავით ფრთხილად და რეგულაციების მოხსნის შემდეგ “როდის გავალ”-ზე მეტად, “როგორ გავალ”-ზე იფიქრეთ.
რეგულაციების შემსუბუქება პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა გავზარდოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.
სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე უბრალოდ არ არსებობს.

და ამ “ჩემთვის დამთავრდა კაცო ყველაფერი”-ს და “ჩვეულებრივი გრიპია”-ს ძალიან მწარედ თუ არ მოვირტყამთ ცხვირ-პირში, გამიხარდება ნამდვილად”.

https://www.businessinsider.com/us-military-memo-ban-coronavirus-survivors-from-enlisting-memo-2020-5

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05