LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ მესტვირიშვილი: საქართველოში საბანკო სექტორი მდგრადია და შოკების შეწოვის მაღალი უნარი გააჩნია

104

საქართველოში საბანკო სექტორი მდგრადია და შოკების შეწოვის მაღალი უნარი გააჩნია – ეს განცხადება საქართელოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

მისი თქმით, ზედამხედველობის კუთხით, 2015 წელს ეროვნულ ბანკს ოპერირება მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე უწევდა.

”მიუხედავად ამისა, საზედამხედველო პოლიტიკა პროაქტიულად ხოციელდებოდა, რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის კუთხით. 2015 წელს საბანკო სექტორში ძირითადი გამოწვევა ლარის გაუფასურების შედეგის შერბილება იყო, რასაც გამძაფრებული კონკურენცია და მზარდი არასაბანკო ფინანსური შუამავლობა ემატებოდა, რომელიც ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არ არის. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი იყო, რადგან გაცვლითი კურსის გაუფასურება უმოქმედო სესხების რაოდენობის ზრდას იწვევს. თუმცა მისი დონე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კომერციულ ბანკებს, მსესხებლების მიმართ, მანამდე ჰქონდათ შექმნილი ბუფერები. ასევე შესაძლებელი იყო სესხების დაგრძელვადიანება და ასევე, საბანკო სექტორში იყო ჭარბი რაოდენობის უცხოური ვალუტის ლიკვიდობა, რამაც შესაძლებელი გახადა, ეს შოკი შედარებით მარტივად გადაეტანათ,”- განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, ჯამურად, საბანკო სექტორი კვლავ ინარჩუნებს და მომავალშიც შეინარჩუნებს ადეკვატურ კაპიტალს და საკმარის ლიკვიდობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები