LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე იაშვილის კლინიკის პატარა პაციენტებს ხურჯინით ესტუმრა (ვიდეო)

4921
yyykkk

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბავშვებთან შესახვედრად იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მივიდა. აღსანიშნავია, რომ თალაკვაძე ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებს ხურჯინით ესტუმრა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

“რასაც აქ, ექიმები და ექთნები აკეთებენ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. სახელმწიფო აფინანსებს ამ პროგრამას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ექიმებს, ექთნებს და სამედიცინო პერსონალს, იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აქ აკეთებენ.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამედიცინო პრობლემების მქონე ბავშვები საკუთარ ოჯახებს მალე დაბრუნდნენ.

“მინდა ყველა ბავშვს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული და კეთილდღეობა!” – წერს თალაკვაძე “ფეისბუქ” გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს.

 

პოპულალურები