LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის 10 „გამოწვევა“ დაასახელა

313
1569049511-თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს ის მთავარი გამოწვევები გააცნო, რომლებიც, მისი განცხადებით, საშემოდგომო სესიიდან საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დადგა და, რაზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს. ესენია:

  • საარჩევნო რეფორმა, რომელიც უკავშირდება 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემით ჩატარებას.
  • სასამართლოს რეფორმა – უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა ორშაბათიდან იწყება და თალაკვაძის შეფასებით, პროცესი გამჭვირვალე იქნება
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების მხარდაჭერის მიზნით, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს
  • 2020 წლის ბიუჯეტი – პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პარლამენტი მიიღებს ბიუჯეტს, „რომელიც იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ბიუჯეტი, სადაც თავის თავს ყველა მოქალაქე დაინახავს“ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი აპირებს მხარი დაუჭიროს პენსიის გაზრდას მომავალი წლიდან.
  • ბავშვის უფლებები, რომელშიც პრიორიტეტული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების უფლებები
  • სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, რაც, პარალმენტის თავმჯდომარის თანახმად, პირველ რიგში მიწის რეფორმის ბოლომდე მიყვანას გულისხმობს.
  • ბიზნესის მხარდაჭერა
  • საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე
  • ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა
  • გარემო და ეკოლოგია
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები