LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს მოაწონოს თავი რუსეთს

399
BeFunky-collage (8)

მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა “ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა? შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს; და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით.

ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის.

არცერთი ქვეყნის ლიდერის წამოსაძახებელი არ არის საქართველოს დამოუკიდებლობა, არც უკრაინაში, არც რუსეთში და არც არსად: გია ცაგარეიშილი

საქართველოს ხელისუფლება საოცრად ადეკვატურად იქცევა, სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ დააპატიმრეს: მარგარიტა სიმონიანი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.