LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არეულობების გამო დაკავებულია 6 000-მდე პირი: ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო

53
ezgif-6-d1550d771d

ყაზახეთის მასშტაბით 5 969 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 16, დაშავდა 1.3 ათასზე მეტი პოლიციელი, ეროვნული გვარდიის წევრი და სამხედრო მოსამსახურე. მანამდე ხელისუფლება 18 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 134 ადამიანი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ერლან ტურგუმბაევის ინფორმაციით, არეულობებთან დაკავშირებით აღძრულია 125 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ძალადობის, მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტებზე. მისი თქმით, 400-ზე მეტი მანქანა დაზიანდა და განადგურდა, მათგან 346 პოლიციის მანქანაა. ტურგუმბაევმა აღნიშნა, რომ გაძარცვულია 100-ზე მეტი დიდი სავაჭრო ობიექტი და ბანკი. წინასწარი ზარალი დაახლოებით 212 მილიონი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები