LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდემ ,,ინსტაგრამზე” 200 მილიონი გამომწერით კაილი ჯენერი და სელენა გომესი უკან ჩამოიტოვა

559
ariana200mlflw

გასულ უქმეებზე არიანა გრანდე პირველი ქალი გახდა ,,ინსტაგრამზე”, ვინც 200 მილიონზე მეტი გამომწერის მოგროვება შეძლო. მუსიკოსმა კაილი ჯენერს და სელენა გომესს აჯობა, რომელთაც მხოლოდ 190 მილიონამდე თაყვანისმცემელის მოუყარეს თავი. არაჩვეუულებრივი მიღწევა გრანდეს პირველმა ლედი გაგამ მიულოცა, ვისთან ერთადაც რამდენიმე დღის წინ  MTVA VMA-ს დაჯილდოვების ცერემონიაზე გამოვიდა.

მართალია, გრანდეს გვერდი ნაკლებად გამოირჩევა ორიგინალურობით და მრავალფეროვნებით, რადგან მომღერალი მეტწილად საკუთარ ფოტოებს აქვეყნებს ბანალური კომენტარებით, მაგრამ ნებისმიერი ფოტოთი მილიონზე მეტ „ლაიქს“ აგროვებს.

სხვათა შორის, პირველი მამაკაცი, ვინც მსგავს წარმატებას მიაღწია, კრიშტიანო რონალდო გახდა 237 მილიონი გამომწერით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები