LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის საუბარი, რომ პირბადე სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს: გამყრელიძე

274
ამირან გამყრელიძე

“არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, თბილისში რუსთაველის გამზირი, ბათუმის ბულვარი და ა.შ.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა “ვებინარზე” განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, პირბადის გამოყენების აუცილებლობა ძალაში რჩება.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პირბადეების ტარების აუცილებლობა რჩება, რადგან ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯერჯერობით კვლავ ასეულების ფარგლებშია:

“თუ ჩვენს მეზობლებს შევადარებთ, იქ ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე ჩვენთან შედარებით უკეთესია. მათ უფრო ადრე გადაიარეს მესამე ტალღა. ვტოვებთ პირბადეების ტარების აუცილებლობას იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რაოდენობა არის ასეულების ფარგლებში. რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო იოლი და ყველაზე ძლიერი საშუალება ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკისთვის, ამიტომ ჯერჯერობით მისი გამოყენების აუცილებლობას ვტოვებთ.

ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ. თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის.” – თქვა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები