LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქიტექტურული სიგიჟეები – 8 ყველაზე გლამურული შენობა მსოფლიოში (ფოტოები)

1547
72891084-400138833982223-4949902473805430784-n

მსოფლიოში უამრავი შენობაა, რომელიც მისი სიმაღლისა და უზარმაზარი ზომის გამო, დღეისათვის ყველასთვის ცნობილია. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ზომები არ გამოარჩევს, თუმცა არქიტექტურულ სამყაროში ნამდვილ შედევრებს წარმოადგენენ. მოდით, გადავხედოთ მსოფლიოში ყველაზე გლამურულ და ლამაზ შენობებს:

სასტუმრო De Paris Monte-Carlo – მონაკო

პატარა და კაშკაშა მონაკოში მდებარე ეს საოცარი სასტუმრო, ქალაქის ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს. De Paris Monte-Carlo 1864 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლის, ფრანსუა ბლანკის აზრით, ის გახდა “სასტუმრო, რომელიც აჭარბებს ყველაფერს, რაც კი აქამდე შექმნილა“.

აღსანიშნავია, რომ De Paris Monte-Carlo-ს სტუმრები სხვადასხვა დროს იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა: უინსტონ ჩერჩილი, ფრენკ სინატრა და როჯერ მური.

აკვარიუმი „ცისფერი პლანეტა“ -კოპენჰაგენი, დანია

ეს არის, ალბათ, პლანეტის ყველაზე განსაცვიფრებელი აკვარიუმი, რომელსაც მნახველი ზღაპრულ წყალქვეშა სამყაროში გადაყავს.  “ცისფერი პლანეტის” ტერიტორიაზე არის 53 აკვარიუმი, რამდენიმე საბავშვო ზონა, ტროპიკული ზონა და ზღვის პლატფორმა.

რესტორანი Hutong London Bridge & Bermondsey – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მსოფლიოში ერთ – ერთი ულამაზესი რესტორანი განთქმულია როგორც თავისი ვიზუალით, ასევე ჩინებული სამზარეულოთი. აღსანიშნავია, რომ რესტორანი იმდენად პოპულარულია, აქ მაგიდა მინიმუმ 2 თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ. რესტორანის ფანჯრებიდან საოცარი ხედი იშლება ლონდონზე, თვითონ რესტორნის ინტერიერი კი თავს ზღაპრულ სასახლეში წარმოგადგენინებთ.

სავაჭრო ცენტრი Emporia Wingårdhs – მალმო, შვედეთი

სკანდინავიის ულამაზესი სავაჭრო ცენტრი შედგება სამი სართულისგან, შენობის თავზე განთავსებულია 27,000 მ² ფართობის ტერასა, რომელიც ზომით დაახლოებით 4 საფეხბურთო სტადიონს აღემატება. მალმოს სავაჭრო ცენტრი სკანდინავიაში ძალიან პოპულარულია – ის ნამდვილი არქიტექტურული შედევრია, რომელიც დაუყოვნებლივ იპყრობს მნახველის ყურადღებას. სავაჭრო ცენტრს ყოველდღიურად დაახლოებით 25 ათასი ადამიანი სტუმრობს.

სასტუმრო Shimao Shenkeng – შანხაი, ჩინეთი

სხვა შენობებისგან განსხვავებით, რომლებიც მყარად დგანან მიწაზე, ძვირადღირებული სასტუმრო, რომელიც ექსცენტრიული მილიარდერის ქსუ რონგმაოს დაკვეთით აშენდა, მდებარეობს გიგანტურ ორმოში. ამ “არქიტექტურული სიგიჟის” დიზაინერი კი მარტინ იორკმანი იყო. სასტუმრო 18-სართულიანია და მისი მხოლოდ 2 სართული მდებარეობს მიწის ზემოთ, დანარჩენი 16 -ორმოშია. სასტუმროს ორ ნაწილად ყოფს 80 მეტრიანი ხელოვნური ჩანჩქერი.

საერთაშორისო კონვენციის ცენტრი – დალიანი, ჩინეთი

საოცარი შენობა, რომელიც უცხოპლანეტელების ხომალდს წააგავს. დააპროექტა ავსტრალიის არქიტექტურულმა ბიურომ Coop Himmelb (l) au. სახელწოდების მიუხედავად, ცენტრი მოიცავს არა მხოლოდ საკონფერენციო დარბაზებს, არამედ თეატრს, ოპერის სახლს, რომელსაც აქვს 1600 ადგილი და საგამოფენო ცენტრი.

საერთაშორისო აეროპორტის Shenzhen Bao’an -ის მესამე ტერმინალი, ჩინეთი

ეს შესანიშნავი ნაგებობა წარმოადგენს იტალიელი არქიტექტორების მასმილიანოს და დორიანა ფუჩას ინჟინერულ საოცრებას. ადგილობრივებმა საოცარ ნაგებობას უკვე სახელიც შეურჩიეს და „უზარმაზარი მფრინავი თევზი“ დაარქვეს. ტერმინალზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი დასრულდება 2035 წლისთვის იგეგმება.

La Trobe მოლეკულური ინსტიტუტი – მელბურნი, ავსტრალია

ამ უჩვეულო ვიზუალის შენობის სტრუქტურა შეიმუშავა ავსტრალიურმა კომპანიამ Lyons Architects. შენობას ექვსკუთხა ფორმა აქვს და მოიცავს 6 სართულს. უცნაური შენობა, ფაქტრობრივად, ვიზუალით გადმოსცემს იმ საქმიანობას, რასაც ამ ინსტიტუტში აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები