LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქტიკაში რუსეთის სამხედრო გემი ლომვეშაპამ ჩაძირა

368
69319006-2284217075224884-6141684236916097024-n

გასულ კვირას არქტიკაში, ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში რუსეთის სამხედრო გემს თავს ლომვეშაპა დაესხა. ლომვეშაპა საკუთარი ნაშიერების დაცვას ცდილობდა.
გემში ჩრდილოეთის ფლოტისა და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების (РГО) მკვლევარები და ექსპედიციის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

„ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო მოსამსახურების დამსახურებით, სერიოზული უსიამოვნებების თავიდან აცილება შევძელით. მათ გემი სამშვიდობოს გაიყვანეს, ისე რომ ცხოველებს ზიანი არ მიაყენეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

“რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების” ცნობით, გემი ჩაიძირა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ჩვენ წინასწარ ვიცოდით იმ რისკების შესახებ, რომლებიც ექსპედიციის წევრებს ემუქრებოდათ. ეს რისკები ცხოველებთან, შტორმთან და დაბალ ტემპერატურასთან არის დაკავშირებული. მომხდარი კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთია იმისა, რომ არქტიკაში ადამიანი დაუპატიჟებელი სტუმარია“, – აცხადებენ ექსპედიციის წევრები.

ექსპედიცია „არქტიკის არქიპელაგი 2019: ჩრდილოეთ დედამიწა“ ფრანც ჯოზეფის მიწების არქიპელაგზე მუშაობს. ისინი ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას შეისწავლიან და გლაციოლოგიურ კვლევებს აწარმოებენ. ამის გარდა, არქტიკული მისიის მონაწილეები მყინვარების დნობის გათვალისწინებით კარტოგრაფიულ მონაცემებს აზუსტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები