LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსად გემალები, თბილისში ვცხოვრობ – უსუფაშვილი კადიროვს მიმართავს

493
17626266_1444112608967093_3783909389671266455_n

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რამზან კადიროვს ღია წერილით მიმართავს. 

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტს და მთლიანად რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს - რამზან კადიროვი

„კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მით უმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია“, - წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.

ის ბოდიშს უხდის ქართველ, ჩეჩენ, კავკასიელ და რუს ხალხს, მაგრამ არა კადიროვს, ივანიშვილს და პუტინს.

უსუფაშვილი ყველა მათგანს ხალხის სირცხვილს უწოდებს, გაბუნიას კი ამ ტირანებთან შედარებით არარაობას.

„გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც; მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ. საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ რიგში, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია – ქართველი ხალხის სირცხვილი. არარაობა, ტირანებთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და, არსად არ გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ,“ – ნათქვამია წერილში.

გადაირჩინე ენა და თითები: გაბუნია კადიროვის რისხვას უნდა ელოდოს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები