LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სურვილი არჩევნების ჩაშლის – კახა კალაძე

125
კახა კალაძე

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სურვილი არჩევნების ჩაშლის, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. კალაძემ აღნიშნა, რომ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება უმნიშვნელოვანესია და ამისთვის შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.

„ყველა კანდიდატს მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი ხედვები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შეიძლება იყო პატარა ექსცესები, თუმცა ყველა ასეთ ექსცესზე მოხდა რეაგირება. რაც შეეხება ხვალინდელ არჩევნებს, ჩვენ ვისმენთ, რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანების მიჰყავთ დედაქალაქიდან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სურვილი არჩევნების ჩაშლის, არეულობის შემოტანის, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამის უფლება არავის მიეცეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს არეულობა. ეს კატეგორიულად მიღებელია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ცესკოს განცხადება, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული შესაბამისი სამსახურები, რომ მშვიდობიან გარემოში მოხდეს არჩევნების წარმართვა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ყველა ოლქში პირველივე ტურში გამარჯვების მოლოდინი აქვს, თუმცა პრობლემას ვერც იმაში ხედავს, თუ სადმე მეორე ტური დაინიშნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები