LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს თუ არა განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროება რაჭაში – რას ამბობენ სპეციალისტები

125
BeFunky-collage (6)

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენების მიზეზებს სწავლობენ.წინასწარი შეფასებით, სტიქიური მოვლენები ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.

უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა და მყინვარების თანდართულმა ინტენსიურმა დნობამ ონის, უწერას, შოვის, გლოლასა და ღების მონაკეთებზე მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია.

რაჭის სტიქიის ფონზე: გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

„სტიქიის დროს, 12 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 84 მმ-ს მიაღწია; შოვის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, წყლის ხარჯმა ქალაქ ონთან 507მ³/წმ შეადგინა.

ამ ეტაპზე, მდინარე რიონის აუზში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება. პირველადი შეფასებით, სტიქიის ზონაში წყლის დაგუბებები არ ფიქსირდება, რაც ამ დროისათვის განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროებას არ ქმნის“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი სტიქიის ადგილზე რჩება და მიმდინარე პროცესზე მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტები შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციებს მოამზადებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები