LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს თუ არა საქართველოში ახალი აეროპორტების განვითარების შესაძლებლობა – მალე კვლევა დაადგენს

119
shutterstock-airport-uk-developmens

აზიის განვითარების ბანკი (ADB) გეგმავს, დაეხმაროს საქართველოს ავიაციის სექტორის შეფასებასა და აეროპორტების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში. როგორც ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, საუბარია მცირე ზომის პროექტზე, რომელიც საკონსულტაციო და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

კვლევა შეისწავლის აეროპორტების ამჟამინდელ სიმძლავრეს, შექმნის სამომავლო ბაზრის მოთხოვნის პროგნოზს, განიხილავს საჭიროებებს არსებული აეროპორტების შესაძლო გაფართოებისა, ან გადაადგილების თაობაზე, ასევე შეისწავლის ახალი აეროპორტების განვითარების შესაძლებლობებს. პროექტის შედეგად, შემუშავდება აეროპორტების სექტორის ყოვლისმომცველი შეფასება, სტრატეგიული რეკომენდაციებით.

პროექტისთვის საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, უშუალოდ პროექტი კი 2022 წლის იანვარში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები