LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებულმა ვაქცინებმა შესაძლოა დაკარგოს ძალა ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ! –  ბიძინა კულუმბეგოვი ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

101
bidzinakulumbegovi2022

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ცოტა ხნის წინ როკფელერის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა და წერს ,,არსებულმა ვაქცინებმა შესაძლოა დაკარგოს ძალა ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ!”. საუბარია მოლეკულური ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პროფესორ მაიკლ ნუსენცვეიგისა და მისი კოლეგების ახალ კვლევაზე, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.

ცნობლია, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ყველა რნმ ვაქცინა სხეულს უზრუნველყოფს ამავე ვირუსული ცილის წარმოების ინსტრუქციით. ეს გახლავთ კორონავირუსის „წვეტი“ ცილა, რომელსაც ვირუსი ჩვენს უჯრედებში შესასვლელად იყენებს. თუ ადამიანის იმუნური უჯრედები ამ ცილას ერთხელ შეხვდებიან, წარმოქმნიან ძლიერ პასუხს, რაც პაციენტს მომავალში იცავს COVID-19-ისგან.

რაც შეეხება ახალ კვლევას, მეცნიერებმა 20 მოხალისის სისხლის გამოიკვლიეს, რომლებმაც „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები ორჯერადი დოზით გაიკეთეს. მეცნიერების მიერ შექმნილმა ანტისხეულებმა SARS-CoV-2-ის ბლოკირება შეძლეს. ანტისხეულები ასევე ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის სხვა, ფართოდ გავრცელებული შტამების მიმართაც, მაგრამ გამოჩნდა ისეთი ფორმებიც, სადაც ანტისხეულების ზემოქმედების ეფექტურობა 1/3-ს შეადგენდა. ამ კვლევამ შესაძლოა დღის წესრიგში ვაქცინის სისტემატიური განახლების საკითხი დააყენოს.

მსგავსი განცხადება გასულ კვირას ამერიკის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმაც გააკეთა. საუბარია ახალ შტამზე, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში,  სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში გამოჩნდა. მაგალითად აფრიკაში არსებულმა შტამმა, რომელსაც 501Y.V2 უწოდეს, მკეთრი გადახრა აჩვენა ანტისხეულებიდან. ანუ 1/3 ვაქცინის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები, ვერ ,,ცნობს” ამ ვარიანტის ვირუსს.

ფაუჩიმ ასევე დასძინა, რომ ეს მონაცემები, რომელიც ბოლომდე გაანალიზებული არაა, არ უნდა გახდეს ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზეზი. მისივე თქმით, ვირუსი მუტაციას განიცდის მაშინ, როდესაც ის ფართოდ ვრცელდება, ვაქცინა კი ფართომასშტაბიანი გავრცელების საუკეთესო პრევენციაა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები