30 იანვარს, 18:45 საათზე, კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნით თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში, არსებულ, „თბილისის კრეატიულ ცენტრში’“ არტ ინკუბატორი იხსნება.

არტ ინკუბატორის პარტნიორი BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship არის.

არტ ინკუბატორი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.

არტ ინკუბატორის წევრი სტარტაპერებისთვის უსასყიდლოდ გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme – English Channel.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ:

  • დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
  • ანდრო რურუა – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  • ჯასტინ სმითი- დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში;
  • მიხეილ გიორგაძე – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

მსგავსი თემები