LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასავალ-დასავალის “ტყლაპოში” თევზაობა სირცხვილია – სააკაშვილს პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ

405
70959016-2736002363096794-6431574343049805824-o (1) (1)

„ევროპული საქართველოს“ რამდენიმე ლიდერი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება.

ისინი მიხეილ სააკაშვილს გიგა ბოკერიასადმი გამოთქმული მოსაზრებების გამო აკრიტიკებენ და ქვეყნის ექსლიდერს ფარისევლობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, საააკშვილი შავრაზმელივით საუბრობს. “ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ ყველაფრის კადრება სირცხვილია. 

საქართველოში 600 ეკლესია ავაშენე - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას ქრისტიანობის წინააღმდეგ ქმედებებში ადამაშაულებს

ყველაფრის კადრება სირცხვილია. პატრიოტთა ალიანსის და ასავალ-დასავლის ტყლაპოში თევზაობა სირცხვილია. ფარისევლობა სირცხვილია. სირცხვილია!“, – წერს გოკა გაბაშვილი.

სერგო რატიანი კი ამბობს, რომ სააკაშვილი, რომელმაც “მოდერნული სახელმწიფო შექმნა, შავრაზმელივით ლაპარაკობს”.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ

ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა “ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები