LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ASBIS-ის რეკომენდაცია: სად უნდა შეიძინოთ iPhone XS და iPhone Xs Max საქართველოში

578

21 სექტემბრიდან  მომხმარებლებს შეეძლებათ iPhone-ის ახალი მოდელების წინასწარი შეკვეთა. ხოლო iPhone Xs და iPhone Xs Max-ის გაყიდვები საქართველოში დაიწყება პარასკევს, 28 სექტემბერს.

iPhone-ის ახალი მოდელები, საქართველოში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალური გლობალური გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, ერთდროულად სხვა, მეორე ტალღის მუდმივ მონაწილეებთან ერთად. რაც გულისხმობს ქართველი მომხმარებლებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას, შეიძინონ iPhone-ის უახლესი მოდელები, Apple-ის ადგილობრივი ავტორიზირებული წარმომადგენლებისგან და გამორიცხონ შეძენის „ტრადიციული“ არაოფიციალური გზები, რომელიც უკავშირდება ზედმეტ ხარჯებს და არაოფიციალურ გარანტიას.

კომპანია ASBIS-ის ინფორმაციით, რომელიც გახლავთ Apple-ის პროდუქციის ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში, წინა წლებში Apple-ის ახალი პროდუქციის შეძენა „შავ ბაზარზე“უფრო ადრე იყო შესაძლებელი, ვიდრე ოფიციალური გაყიდვები დაიწყებოდა. თუმცა, ფასი აღნიშნულ არაოფიციალურ პროდუქციაზე გაცილებით მაღალი იყო. მიუხედავად მაღალი ფასისა და პროდუქტის წარმომავლობისა, ქართველი მომხმარებლები ყოველთვის მზად იყვნენ გადაეხადათ მეტი, რადგან პირველებს მიეღოთ Apple-ის პროდუქციის ახალი მოდელები. ახლა ამის აუცილებლობა აღარ არის, ვინაიდან, წელს საქართველო შევიდა იმ დაწინაურებულ ქვეყნებს შორის, სადაც გაყიდვების მეორე ტალღა იწყება. ამ სიაში კი, მხოლოდ 29 ქვეყანა შედის.

ASBIS-ი რეკომენდაციას უწევს საქართველოში პროდუქცია შეიძინონ მხოლოდ Apple-ის ავტორიზირებულ პარტნიორებთან, ეს არის:  iSpace (აისფეისი)–(რომელიც გახლავთ ერთადერთი Apple Premium Reseller-ის მაღაზია საქართველოში), ALTAOKAY, itechnics, Aerosoft, Elit Electronics.

„ჩვენ iSpace-ის გუნდი, ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ საქართველოს დროშა პირველად გამოჩნდა Apple-ის პრეზენტაციაზე კუპერტინოში და ასევე გადმოინაცვლა გაყიდვების მეორე ტალღაში. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტნიორის „ASBIS“-ის დახმარებით, მოცემულ მოვლენაში დიდი როლი ითამაშა iSpace-ის მაღაზიის გახსნამ, რომელიც  საქართველოში ერთადერთია Apple Premium Reseller-ის სტატუსით.

ჩვენთან მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიძინონ ოფიციალური პროდუქცია გარანტიით და ისარგებლონ განვადების შეღავათიანი პირობებით. მეორე ტალღაში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ მომხმარებელებს აღარ მოუწევთ შეიძინონ „შავ ბაზარზე“ არაოფიციალური პროდუქცია და გადაიხადონ მასში გაცილებით მეტი თანხა.“- აღნიშნეს კომპანია „iSpace“-ში, რომელიც გახლავთ საქართველოში Apple-ის ოფიციალური პარტნიორი.

შეგახსენებთ, საქართველოში ოფიციალურად iPhone Xs და iPhone Xs Max-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყება 21 სექტემბერს. ხოლო გაყიდვები ხელმისაწვდომი იქნება 28 სექტემბრიდან, Apple-ის ავტორიზირებულ პარტნიორებთან: iSpace(აისფეისი) – (რომელიც გახლავთ ერთადერთი Apple Premium Reseller-ის მაღაზია საქართველოში), ALTAOKAY, itechnics, Aerosoft, Elit Electronics.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები