LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე უნდა იმუშაოს მთვრობამ” – რას აპირებს გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში

69
Untitled-4

“სტრატეგია აღმაშენებლის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ უკვე აქვს დღის წესრიგი,
თუ როგორ უნდა იმუშაოს მთავრობის მეთაურის პოსტზე. გიორგი ვაშაძე ამომრჩეველს პირდება, რომ შექმნის 300 000 სამუშაო ადგილს და ამისათვის საჭირო ინვესტიციებსაც პირადად მოიზიდავს. თემაზე ვაშაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა რეალურ დროში ისაუბრა.

“12 მილიარდი აშშ დოლარი გვინდა ინვესტიცია. მე რომ გავხდები პრემიერ-მინისტრი, მე ვაპირებ ვიარო ინვესტორებთან. ჩავიდე აშშ-ს სავაჭრო პალატაში, სადაც ბევრი ნაცნობი მყავს, უპრობლემოდ ვაღებ ყველა კარს ვაშინგტონში და ვუთხრა აი ერთი პროექტი, მეორე, მესამე პროექტი და ჩადეთ ინვესტიცია.
ვაპირებ ბრიუსელში ჩავიდე, ლონდონში ჩავიდე. ასე უნდა იმუშაოს მთავრობამ და არა ამათსავით-ფულის კეთებაზე არიან გადასულები, ჩვენი მთვარი პრობლემაა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელიც ფულს აკეთებს.” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები