LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთ მოზომილ და შინაგანი ინტელექტის მქონე ტიპზე, ბრალდებას ვერ დავიჯერებ! – სულაბერიძე ბასილაშვილზე

1153
BeFunky-collage (5)

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ალბათ გახსოვთ არაერთი თემა გაგვიკეთებია კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა იქ სადაც 126 პრიმა მუხლის საფუძველზე, სადაც უბრალო ზეპირი ბრალდებით და ყველანაირი მტკიცებულის გარეშე შეიძლება გაბრაზებულზე ,,გასროკო” მამაკაცი უფრო დაუცველი გამოდის და ქალს მეტი მანიპულირების შესაძლებლობა ეძლევა.

,,ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ”, როგორც კანონში ფორმულირებულია ბევრ ცოლს ყავს თავის ქმარი ჩვენს გარშემო და ჩვენს რეალობაში, ცოტა გახსენდებათ? ))) წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი )))

სტატუსი ზოგადია, სხვისი საქმის არ ვიცი, თუმცა მე მაპატიეთ, ასეთ მოზომილ და შინაგანი ინტელექტის მქონე ტიპზე, როგორიც ბასილაშვილია, ბრალდებას ვერ დავიჯერებ!!! ესაა ჩემი დამოკიდებულება და პასუხიც.”- წერს სულაბერიძე.

არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა: ბასილაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები