LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი ანეკდოტიც არ არის ჩვენი ხელისუფლება – მარგველაშვილი მეუფე იაკობის განცხადებაზე

199
83c5f80bb1afcde403fc6040653e0caf-thumb

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბოლო პერიოდში საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენებს ეხმაურება და მეუფე იაკობის განცხადებებს აფასებს.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მეუფემ საიდუმლო შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელიც მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო კაბინეტში შედგა. შეხვედრის დეტალებზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრის თემა იყო პატრიარქის შეცვლის საკითხი და აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი შსს მინისტრი გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ასეთ შეხვედრაზე  გახარიასთან და გომელაურთან ერთად არ წავიდოდა.

„ასეთ შეხვედრაზე პოლიტიკოსი დადის მხოლოდ უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, კვირიკაშვილი არ წავიდოდა ისეთ შეხვედრაზე ამ პერსონებთან ერთად, რომელიც არ იქნებოდა სრულიად გამჭირვალე ჩარჩოებში. ვინც გიორგის იცნობს წარმოუდგენია, რომ მან რაიმე საკითხი შეიძლება წარმოშვას პატრიარქის ნების საწინააღმდეგოდ… გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის გადაყენების საკითხში კვირიკაშვილი მონაწილეობდა

ამ სახელმწიფოშიც ძალიან ბევრი რამ არის მოშლილი, მაგრამ ასე აბსოლიტურად გაუგებრად პრემიერმა, რომ თქვას მოდი ერთი დავჯდეთ და პატრიარქის გადადგომაზე დავილაპარაკოთო, ასეთი ანეგდოტიც არ არის ჩვენი ხელისუფლება.

ინსტიტუციურად ძალიან ბევრი რამ მოიშალა, მოიშალა წესები, მოიშალა თვითონ იერეარქია ხელისუფლებაში და ყოველდღიურად ამ ყველაფრის ნგრევა მიმდინარეობს, მაგრამ ასეთი ანეკდოტიც არ არის, რომ მოდი, რომელიმე ეპისკოპოსს დავუძახოთ და პატრიარქის მოშორებაზე ვესაუბროთ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში.

მეუფე იაკობის საკითხზე რამდენიმე დღეში ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო იმსჯელებს.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

სხდომას ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადამდგარი ბოდბელი ეპისკოპოსი თავადაც დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები