LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი ბევრი გვინახავს – კალაძე მამუკა ხაზარაძის პარტიაზე

86
kaxa kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გეგმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ბევრი პარტია უნახავს ქვეყანას.

როგორც მერმა განაცხადა, მამუკა ხაზარაძე შექმნის ჩვეულებრივ პარტიას.

“პოლიტიკური მოვლენების, პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უამრავი პარტია, არის ერთკაციანი, არის სამკაციანი პარტიები, ერთი მხრივ კარგია, თუმცა ასევე ცუდია, რადგან პარტიის არსებობას ხშირად აქილიკებენ ხოლმე. თუმცა მათი არსებობა არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

მე ამას დავუკავშირებ იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, წარსულს, აწმყოს და რას ჰპირდები მომავალში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად”, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში გააკეთებენ. უკვე ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები