ბიძინა კულუმბეგოვი ვარაუდობს, რომ საქართველომ მესამე ტალღა შესაძლოა, უმტკივნეულოდ გადაიტანოს.

ამის იმედს, ალერგოლოგ – იმუნოლოგს პირბადის ტარების გაზრდილი მაჩვენებელი აძლევს.

კორონავირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა – უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ინდური შტამის გამოჩენას

“პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩვენს ქვეყანას ნიღბის ტარების ასეთი მაჩვენებელი არ ქონია – 81%. იმედი ჩამესახა, რომ მესამე ტალღა შედარებით უმტკივნეულოდ “გადაგორდება”. თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ეს კომპონენტი საკმარისი არაა.” – დაწერა ბიძინა კუმუმბეგოვმა.

დღესვე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართელოში ინდური შტამის გავრცელების შანსი არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თავიდან ავიცილოთ.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები