LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში”: სამწუხაროდ, ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს გადაცემას ვერ გაუძღვება – ნიკა გვარამია

564
pjimage

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს საკუთარ საავტორო გადაცემას ვერ წაიყვანს.

“სამწუხაროდ, ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს ვერ გაუძღვება გადაცემას. მიზეზს მის ვოლზე გაიგებთ.
დღეს, ისევ მე მომიწევს გადაცემის წაყვანა. თემა უცვლელია – გიორგი შაქარაშვილის საქმე.
გვიყურეთ მთავარ აქცენტებში 22:00” – წერს გვარამია.

 

ცოტა ხნით ადრე კი ტელეწამყავნმა საკუთარ “ფეიბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დედა შეუძლოდ ჰყავს.

“უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ.
არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში,”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები