LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგ სანქციებს აწესებს

59
1

გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” მშენებლობასთან დაკავშირებით აშშ-ის წინააღმდეგობა გრძელდება.

შტატები დამატებით სანქციებს აწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ სანქციები გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე ორ ხომალდს და რუსეთთან დაკავშირებულ კომპანია “ტრანსადრიას” დაუწესდება.

ანგარიში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აწერს ხელს, კონგრესს უკვე წარედგინა.

სანქციების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს ენტონი ბლინკენიც.

“ახალი მოხსენება ემთხვევა შეერთებული შტატების მუდმივ წინააღმდეგობას, რომელიც მილსადენის მშენებლობას უკავშრდება.

ადმინისტრაციის მიერ სანქციები დაწესებულია 8 პირისთვის და 17 ხომალდისთვის.

ადმინისტრაცია აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას, მათ შორის ჩვენი სანქციების მეშვეობით, ვაგრძელებთ თანამშრომლობას გერმანიასთან და სხვა პარტნიორებთან, რათა შევამციროთ მილსადენის ის რისკი, რომელიც საფრთხისშმეცველია უკრაინისა და ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის და ამით წინ აღვუდგეთ რუსეთის მავნე საქმიანობას, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.” – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ტექსტში.

პროექტი “ჩრდილოეთის ნაკადი 2” რუსეთის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენია და მან გაზი გერმანიას რუსეთის არქტიკის რეგიონიდან, ბალტიის ზღვით, უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2” უკრაინის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

აღნიშნულ პრექტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ივლისში აშშ-სა და გერმანიას შორის შეთანხმება შედგა – გერმანიამ ვალდებულება აიღო – რომ თუ რუსეთი შეეცდება, ენერგომატარებელი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს – საჭირო ზომები მიიღოს.

საჭირო ზომები კი გულისხმობს სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებას, მათ შორის, სანქციების დაწესებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები