LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ დამატებით, ვაქცინის 200 მილიონ დოზას შეიძენს: ჯო ბაიდენი

84
bbbbiden

ზაფხულის ბოლომდე ან შემოდგომის დასაწყისისთვის 300 მილიონი მოქალაქე იქნება აცრილი. ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამები გაუმჯობესდება და კომპანიებისგან ”Pfizer”- სა და ”Moderna” – სგან დამატებით ვაქცინის 200 მილიონ დოზას შეიძენს.

ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 300 მილიონი ამერიკელი ზაფხულის დასასრულისთვის, შემოდგომის დასაწყისისთვის სრულად აიცრას”. – განმარტა, ბაიდენმა.

აღსანიშნავია, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინების 41 მილიონზე მეტი დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 23 მილიონამდე დოზა უკვე გამოყენებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები