LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ღრმად შეწუხებულია – რა ურჩია ქართველებს გუგუტიანთკარში ჩასულმა ელიზაბედ რუდმა

257
rudi-700x336

“ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე,”– ამის შესახებ  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

ელიზაბედ რუდმა, რომელიც სხვა დიპლომატებთან ერთად  სოფელ გუგუტიანთკარში, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ და ბორდერიზაციის პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ღრმად შეწუხებულია იმ ინფორმაციით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ გუგუტიანთკარში განაახლა ღობის გავლების სამუშაოები. ეს მოვლენების ძალიან უარყოფითი განვითარებაა, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოებას რეგიონში, ასევე, მოსახლეობის კეთილდღეობას და ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ე.წ. ბორდერიზაცია შეწყდეს და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, – აღნიშნა რუდმა.

ელიზაბედ რუდი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ჟენევის ფორმატში მონაწილე პარტნიორები ყოველდღიურად ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციაში, რათა ყველა იმ გამოწვევას გაეცეს პასუხი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთანაა კავშირში, მათ შორის, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, სოფელ გუგუტიანთკარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები