LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არავის მივცემთ უფლებას დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა

120
jhiuuiuiu

“ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა,” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სერგეი რიაბკოვთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

შერმანი გამორიცხავს რუსეთისთვის რაიმე გარანტიების მიცემას, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ წინადადებებს უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც უბრალოდ შეერთებულ შტატებისთვის მიუღებელია. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა“, – განაცხადა შერმანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: “ჩვენ გვინდა, მადრიდის სამიტზე გავიგოთ, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები”

ცნობისთვის, ჟენევაში მიმდინარე რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრა, რომელიც 7,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა გაერო-ში აშშ-ის მუდმივმოქმედი მისიის შენობაში გაიმართა.

“აშშ ცდილობს რუტინულ პროცესში ჩაითრიოს რუსეთი” – ჟენევაში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები მიმდინარეობს: როგორია მოლოდინები?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები