LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ხელს უწყობს რეგიონს ჰქონდეს მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო წარმატებული მომავალი: ფილიპ რიკერი

69
რიკერი

“ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში პარტიორებთან მუშაობა მნიშვნელოვანია.  ჩვენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანსთან თანამშრომლობის დიდი ტრადიცია გვაქვს” – ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც რიკერმა აღნიშნა, აშშ ხელს უწყობს რეგიონის ხალხის სურვილს, ჰქონდეთ მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო წარმატებული მომავალი.

ის, რაშიც ჩვენ ვეხმარებით, არის უფრო სტაბილური მომავლი, კონფლიქტების გადაჭრა და მეტი წარმატების შესაძლებლობების გამონახვა.

„ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას, ეკონომიკას, რეგიონის ხალხის სურვილს, რომ ჰქონდეთ მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო წარმატებული მომავალი და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისა და გენერალური მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით დავბრუნდი რეგიონში და მაქვს შესაძლებლობა, განვიხილო ჩვენი როლი და პარტნიორობა. ის, რაშიც ჩვენ ვეხმარებით, არის უფრო სტაბილური მომავლი, კონფლიქტების გადაჭრა და მეტი წარმატების შესაძლებლობების გამონახვა,“- აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი რეგიონული ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. რიკერი  შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვია, რის შემდეგაც ისევ საქართველოში დაბრუნდა.

დღეს, ფილიპ რიკერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. დღესვე ფილიპ რიკერი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები