LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მ ფაქტობრივად გააფრთხილა ხელისუფლება – სალომე სამადაშვილი

139
samadashvili

საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, გააფრთხილეს, რომ თუ არ შეიცვლება არჩევნების ჩატარების წესი და რეალურად არ იქნება დაცული დემოკრატიული თამაშის წესები, ჩვენს ქვეყანას და მის სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან და დასავლეთთან საფრთხე შეექმნება,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს. 

ყვითელი ბარათი ხელისუფლებას - ვისთვის და რისთვის გაჟღერდა საჯაროდ აშშ-ის გზავნილები

რატომ გაჟღერდა საჯაროდ მაღალი ტრიბუნიდან აშშ-ის გზავნილები და რა მოლოდინები აქვთ საქართველოში?

მისი თქმით, შემაშფოთებელია, როცა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს სჭირდება, საჯაროდ გააკეთოს ის გზავნილები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ.

” ეს იყო შეხსენება, რომ სტრატეგიული ურთიერთობები ემყარება საერთო ღირებულებებს. როგორც ჩანს, ამ საერთო ღირებულებებს შეერთებული შტატები უკვე ვეღარ ხედავს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში.

ასევე, ძალიან შემაშფოთებელია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საჯაროდ გაფრთხილება უწევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა დასავლეთისთვის არის ძალიან დიდი და რომ რუსეთის და ჩინეთის ინტერესები უპირისპირდება დასავლეთის ინტერესებს. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დაკარგა რწმენა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იცავს სწორედ იმ სტრატეგიულ ინტერესებს, რომელიც დასავლეთს აქვს ანაკლიის პორტთან მიმართებაში,”- განაცხადა სამადაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები